საქართველოს კანონი
„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №17, ივლისი, 1996) 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 38. გარდამავალი დებულება
1999 წლის 1 იანვრიდან 2000 წლის 1 იანვრამდე საავტომობილო ბენზინის აქციზის თანხების 70% მიიმართოს ცენტრალურ ბიუჯეტში, ხოლო 30% – სახელმწიფო საგზაო ფონდში.“.
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე.
თბილისი,
1999 წლის 19 მარტი.
№1867-IIს