„მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის 2013 წლის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 14 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
19
მიმღები ორგანო
მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-02-04
გამოქვეყნების თარიღი
2013-02-12
სარეგისტრაციო კოდი
470230000.35.153.016159
„მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის 2013 წლის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 14 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №19

2013 წლის 4 თებერვალი

ქ. მცხეთა

 

„მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის 2013 წლის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 14 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის 2013 წლის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 14 იანვრის №1 დადგენილებით დამტკიცებულ „მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის 2013 წლის სოციალური დახმარების პროგრამაში (სსმ, 470230000.35.153.016141,   21.01.2013),  კერძოდ:

1. პროგრამის მე-2 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-4 პუნქტი.

 2, პროგრამის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი: 

„დ“. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები“.

3,  პროგრამას დაემატოს მე-10 მუხლი:

„მუხლი 10. პროგრამის ღირებულება

პროგრამის ღირებულება განისაზღვრება 455 100 (ოთხას ორმოცდათხუთმეტი ათას ასი) ლარით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია იორდანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია