საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1857
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1999-03-19
გამოქვეყნების თარიღი
1999-04-01
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 109-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაწესებულებები ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო სამსახურიდან განთავისუფლებისას მოხელეს კომპენსაციის სახით ეძლევა ორი თვის თანამდებობრივი სარგო“.

2. 137-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

„2. ამ კანონის 37-ე მუხლის მე-2–3 პუნქტები, 47-ე და 82-ე მუხლები ამოქმედდეს 2000 წლის 1 იანვრიდან.“.

III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 19 მარტი.

№1857-IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია