|
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიულ კოლეჯ ,,აიტის“ რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: |
| მუხლი 1 |
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის
– პროფესიულ კოლეჯ ,,აიტის“ რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანების (
www.matsne.gov.ge, 03/01/2012, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016266) მე-2 პუნქტით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე“ პუნქტი: ,,ე) ტრენინგ-კურსების განხორციელება, რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა.“ ბ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,პ“ პუნქტი: ,,პ) ახორციელებს ტრენინგ-კურსებს, რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა.“ |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|