„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი კოლეჯის „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის №176/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
08/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2013-02-04
გამოქვეყნების თარიღი
2013-02-05
სარეგისტრაციო კოდი
430060000.22.022.016528
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი კოლეჯის „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის №176/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №08/ნ

2013 წლის 4 თებერვალი

ქ. თბილისი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი კოლეჯის ,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის №176/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1
 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი კოლეჯის ,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის №176/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge , 11/09/2012, სარეგისტრაციო კოდი: 430060000.22.022.016443) მე-2 პუნქტით დამტკიცებული წესდების მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 20. გარდამავალი დებულებანი

1. საზოგადოებრივი კოლეჯის პირველი სამეთვალყურეო საბჭოს პროფესიული სტუდენტის მშობელთა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლების არჩევნების ჩატარება საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორმა უზრუნველყოს 2013 წლის 1 ივნისამდე.

2. საზოგადოებრივი კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დამსაქმებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ წარმომადგენლის დანიშვნა სამინისტრომ უზრუნველყოს 2013 წლის 1 ივნისამდე.“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია