„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „მერმისი“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 მაისის №76/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
16/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2013-02-04
გამოქვეყნების თარიღი
2013-02-05
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.016536
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „მერმისი“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 მაისის №76/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №16/ნ

2013 წლის 4 თებერვალი

ქ. თბილისი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის ,,მერმისი“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 მაისის №76/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის ,,მერმისი“  წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 მაისის №76/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 110511022, 17/05/2011,  სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016113) პირველი პუნქტით დამტკიცებული წესდების:

ა) პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. კოლეჯის მისამართია: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზირი 72ბ.“;

ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. კოლეჯის მიზანია:

ა) ფორმალური პროფესიული განათლების პირველი სამი საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (შემდგომში – პროგრამები) განხორციელება;

ბ) ტრენინგ-კურსების განხორციელება, რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა.“;

გ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ1“ ქვეპუნქტი:

,,თ1) ახორციელებს ტრენინგ-კურსებს, რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია