საქართველოს კანონი
„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგნეს:
I. „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14. 03. 1998) 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) დააფუძნონ კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები;“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 19 თებერვალი
№1809–IIს