|
,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის №17 დადგენილებით (სსმ V, 30.07.2010წ; №3; მუხ.41; სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.117.000030) დამტკიცებულ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში“ შემდეგი ცვლილება: |
ა)
დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; |
ბ)
დებულების მე-13 მუხლის მე-81 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 01 იანვრიდან წარმოქმნილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|