,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 5 ნოემბრის №234/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
06/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2013-01-31
გამოქვეყნების თარიღი
2013-02-01
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.016526
,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 5 ნოემბრის №234/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №06/ნ

2013 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

 

,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 5 ნოემბრის №234/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 5 ნოემბრის №234/ნ ბრძანების (ვებგვერდი, 05/11/2012, სარეგისტრაციო კოდი:040030000.22.022.016499) პირველი მუხლით დამტკიცებული წესდების მე-60 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 60. გარდამავალი დებულებები

2013 წლის 15 აპრილამდე ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 დეკემბრის №1997 განკარგულების შესაბამისად დანიშნულმა რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა უზრუნველყოს სასწავლო უნივერსიტეტის მართვის ორგანოების არჩევნების გამოცხადება, გარდა რექტორის არჩევნებისა, ამ წესდებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელითამარ სანიკიძე

კრებსითი — სრული ვერსია