|
| მუხლი 1 |
„ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის , უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ “ საქართველოს კანონის მე -6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29- ე მუხლის შესაბამისად , უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შემუშავების მიზნით , შეიქმნას სამთავრობო კომისია ( შემდგომში – კომისია ) შემდეგი შემადგენლობით :
ქეთევან
ნატრიაშვილი
– საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე , კომისიის თანათავმჯდომარე ;
დავით
ჯალაღანია
– საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე , კომისიის თანათავმჯდომარე ;
კახა
ხანდოლიშვილი
– საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ;
დავით
კერესელიძე
– საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი ;
ნიკოლოზ
რევაზიშვილი
– საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი ;
გიორგი
ხაბელაშვილი
– საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი ;
თეა
მაისურაძე
– საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი ;
შალვა
ენუქიძე
– საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორი ;
ეკატერინე
მიქაბაძე
– საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელი ;
ქეთევან
სარაჯიშვილი
– საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი ;
მარინა
დარახველიძე
– საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი ;
თამარ მახარაშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ; ანა ბარამია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს , სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პოლიტიკის დაგეგმვისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი , კომისიის პასუხისმგებელი მდივანი . საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის დადგენილება №125 – ვებგვერდი, 07.02.2014წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 მარტის დადგენილება №93 – ვებგვერდი, 10.03.2015წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 23 მარტის დადგენილება №147 - ვებგვერდი, 27.03.2017წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 ივლისის დადგენილება № 361 – ვებგვერდი, 26.07.2017წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 სექტემბრის დადგენილება № 423 – ვებგვერდი, 11.09.2017წ. |
| მუხლი 2 |
კომისიამ საქართველოს მთავრობის სხდომაზე პერიოდულად წარმოადგინოს ინფორმაცია მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ
. |
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს კომისიის თანდართული დებულება. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით სამთავრობო კომისიის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1. უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) არის დროებითი კომისია, რომელიც იქმნება ამ მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შემუშავების უზრუნველსაყოფად, ასევე საქართველოს მთავრობის მიერ აღნიშნული საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტის ხელშესაწყობად.
2. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით. |
მუხლი 2.
კომისიის ძირითადი ამოცანები |
კომისიის ძირითადი ამოცანებია:
ა) უცხო ქვეყნის (ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის, აზიის, აფრიკისა და ოკეანეთის ქვეყნები) მოქალაქეების მიერ საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების პერიოდში სტიპენდიების მინიჭებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შემუშავება; ბ) სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სტიპენდიების კვოტის განსაზღვრის მეთოდოლოგიის შემუშავება; გ) იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების განსაზღვრა, რომლებსაც გააჩნიათ ინგლისურენოვანი პროგრამები; დ) ამ მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროგრამის აღწერილობისა და სპეციფიკის, ასევე საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესწავლა; ე) საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განსახორციელებელი ღონისძიებების შემუშავება უცხოელ სტუდენტებთან ურთიერთობის გამარტივების მიზნით; ვ) საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების შემუშავება. |
მუხლი 3.
კომისიის უფლებამოსილებანი: |
კომისია უფლებამოსილია:
ა) საჭიროების შემთხვევაში, პრობლემური საკითხების შესწავლის მიზნით, კანონმდებლობისა და კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს ყველა საჭირო ინფორმაცია და შეისწავლოს შესაბამისი დოკუმენტაცია; ბ) შესწავლილი საკითხებისა და ანალიზის საფუძველზე, შეიმუშაოს დასკვნები და რეკომენდაციები; გ) საჭიროების შემთხვევაში სათათბირო ხმის უფლებით სხდომაზე მოიწვიოს სამინისტროების, უწყებების და ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტები. |
მუხლი 4.
(ამოღებულია) |
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 ივლისის დადგენილება № 361 – ვებგვერდი, 26.07.2017წ.
|
მუხლი 5.
კომისიის სხდომის ჩატარების წესი |
1. კომისიის სხდომების პერიოდულობას, დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, განსაზღვრავენ კომისიის თანათავმჯდომარეები. კომისიის სხდომები, როგორც წესი, იმართება წელიწადში არანაკლებ ორჯერ.
2. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. 3. კომისიას ჰყავს კომისიის პასუხისმგებელი მდივანი, რომელიც ამზადებს კომისის სხდომის მასალებს და ადგენს კომისიის სხდომათა ოქმებს. კომისიის მდივანი პასუხისმგებელია კომისიის მასალების შენახვაზე. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 ივლისის დადგენილება № 361 – ვებგვერდი, 26.07.2017წ. |
მუხლი 6.
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი |
კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. |