„დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
265
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2013-01-29
გამოქვეყნების თარიღი
2013-02-01
სარეგისტრაციო კოდი
360050000.22.023.016121
„დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის

ბრძანება №265

2013 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

 

„დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის №27 ბრძანებით (სსმ. ვებგვერდი, 360050000.22.023.016068, 01.07.2011) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნეს;
2. მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თბილისის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია მართავს:

ა) თბილისის ეროვნულ პარკს;

ბ) გარდაბნის აღკვეთილს.

3. მე-3 მუხლის 21-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს;
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის პირველი თებერვლიდან.

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე

კრებსითი — სრული ვერსია