„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 6 დეკემბრის №225 ბრძანებით (სსმ III, 2010 წ., №159, მუხ. 2255) დამტკიცებული „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის“ მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 5. მომსახურების საფასური
1. „მაცნეს“ ვებგვერდზე განთავსებული სისტემატიზებული ნორმატიული აქტებით სარგებლობისათვის (გარდა საკანონმდებლო აქტებისა), აგრეთვე თემატურად კლასიფიცირებული ნორმატიული აქტების ელექტრონულად მიწოდებისთვის დაწესებულია მომსახურების საფასური (დანართი №1).
2. ვებგვერდზე განთავსებული სისტემატიზებული საკანონმდებლო აქტებით, აგრეთვე სხვა ნორმატიული და საინფორმაციო დოკუმენტებით სარგებლობა უფასოა.
3. ამ ბრძანებით პირდაპირ გაუთვალისწინებელი მომსახურებისათვის საფასურის ოდენობა შეიძლება დადგინდეს შესაბამისი ხელშეკრულებით.“.
|