საქართველოს კანონი
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.98) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. აკრძალულია სავაჭრო ობიექტების აბრებზე დიაბეტისა და სხვა დაავადებების ხსენება“.
2. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. შეჩერდეს უცხო ქვეყნის ტელე-რადიომაუწყებლობის საქართველოში ტრანსლაციის დროს რეკლამის ჩანაცვლება „საქართველოს ტერიტორიაზე ტელე- და რადიოტრანსლაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1998 წლის 24 დეკემბერი
№1775–რს