,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 თებერვლის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
7
მიმღები ორგანო
ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-01-24
გამოქვეყნების თარიღი
2013-01-29
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.162.016167
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 თებერვლის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

 ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №7

2013 წლის 24 იანვარი

ქ. ახმეტა

 

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 თებერვლის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე’’ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 19 ოქტომბრის №961 ბრძანებულების შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 თებერვლის №21 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 02/03/2012; 190040000.35.162.016106) და ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 თებერვლიდან.

საკრებულოს თავმჯდომარეზაქარია ქინქლაძე



,,დანართი
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები

№

თანამდებობის დასახელება

თანამდებობრივი სარგო

1

გამგებელი

2650 ლარი

2

 გამგებლის მოადგილე

1300 ლარი

 3

 სამსახურის უფროსი

1000 ლარი

4

 ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – რწმუნებული

1000 ლარი

5

 სამსახურის განყოფილების უფროსი

800 ლარი

6

 გამგებლის თანაშემწე

750 ლარი

7

 მთავარი სპეციალისტი

560 ლარი

8

 წამყვანი სპეციალისტი

500 ლარი

9

 უფროსი სპეციალისტი

450 ლარი

10

 სპეციალისტი

350 ლარი

11

 სპეციალისტი სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში

375 ლარი."

 


კრებსითი — სრული ვერსია