(ძალადაკარგულია - 24.01.2013, №26)
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
|
მუხლი 1.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012 სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.016424) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
59-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. დეკლარანტის მოთხოვნის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დაადასტუროს, რომ ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონელი არ ყოფილა გამოყენებული და გადამუშავებული საქართველოს ტერიტორიაზე. ამ მიზნით, საგადასახადო ორგანო ადასტურებს დეკლარანტის მიერ 3 ეგზემპლარად წარდგენილ, ამ ინსტრუქციის დანართი №XIV-01-ით გათვალისწინებულ დოკუმენტს, რის შემდეგაც ორი ეგზემპლარი უბრუნდება დეკლარანტს, ხოლო ერთი რჩება საგადასახადო ორგანოს.“.
|
1.
59-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. დეკლარანტის მოთხოვნის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დაადასტუროს, რომ ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონელი არ ყოფილა გამოყენებული და გადამუშავებული საქართველოს ტერიტორიაზე. ამ მიზნით, საგადასახადო ორგანო ადასტურებს დეკლარანტის მიერ 3 ეგზემპლარად წარდგენილ, ამ ინსტრუქციის დანართი №XIV-01-ით გათვალისწინებულ დოკუმენტს, რის შემდეგაც ორი ეგზემპლარი უბრუნდება დეკლარანტს, ხოლო ერთი რჩება საგადასახადო ორგანოს.“. |
2.
ინსტრუქციას დაემატოს №XIV-01 დანართი თანდართული
რედაქციით .
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|