საქართველოს კანონი
„მიგრანტთა ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „მიგრანტთა ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) საქართველოში შემოსული და საქართველოდან გასული ტურისტების მიმართ“.
2. ეს კანონი ამოქმედდეს 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1998 წლის 24 დეკემბერი.
№1758–რს