|
,,მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 9 მარტის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43–ე მუხლის მე–2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის შესაბამისად მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 9 მარტის №13 დადგენილებაში. (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრი, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: (სსმ, გვერდი, 010250020.35.159.016080; 16.03.2012 წ) |
1.
ამოღებულ იქნეს დებულების მეორე თავის მე– 12 მუხლის მე–13 პუნქტი.
|
2.
ამოღებული იქნეს დებულების მე– 3 თავის მე–1 1 მუხლის მე–2 პუნქტის ,, ნ“ ქვეპუნქტი.
|
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 01 თებერვლიდან. |
|