|
„საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №16 ბრძანებით (ვებგვერდი, 10/05/2011, 360110010.22.023.016057) დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ1“ ქვეპუნქტი:
,,ზ1) სამინისტროს სახელით ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს ამ პუნქტის ,,ე“-,,ზ“ ქვეპუნქტების საფუძველზე შექმნილ კორესპონდენციას.“ |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|