|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ” ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე კოდექსის 204-ე მუხლის და საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ” 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ
დაადგინა:
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 მარტის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 22.03.2013 წ. |
| მუხლი 1 |
1.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ერთ ჰექტარზე, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე):
|
2. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ერთ კვადრატულ მეტრზე ქონების წლიური გადასახადის განაკვეთებია:
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 თებერვლის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 02.03.2023 წ. |
| მუხლი 2 |
ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს: |
ა)
მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ფართი); |
ბ)
საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები; |
გ)
ავტოფარეხები. |
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №2-8 დადგენილება (ვებგვერდი, 030211, 03/02/2011 სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.156.016038) ,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ’’. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|