„კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
2
მიმღები ორგანო
კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-01-18
გამოქვეყნების თარიღი
2013-01-21
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.149.016134
„კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №2

2013 წლის 18 იანვარი

ქ. კასპი

 

,,კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

       „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
--
,,კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 11/01/2013; 010250020.35.149.016133) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს საკრებულოს სხდომებში ან მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შესახვედრად, საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებათა შესასრულებლად უფლებამოსილების განხორციელებისათვის განესაზღვროს ხარჯების სახით თვეში 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით“.

ბ) დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. დაევალოს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს განახორციელოს ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხარჯების ანაზღაურებისათვის საკრებულოს წევრის საკრებულოს სხდომებში ან მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის აღრიცხვის წარმოება“.

გ) დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ამ დადგენილების პირველ პუნქტში მითითებული ხარჯების ანაზღაურებისათვის საკრებულოს წევრებს ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა არ ევალებათ“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2013 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მესროფაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია