განჩინება შპს „მშენებელი 2010“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
სასამართლოს აქტები
დოკუმენტის ნომერი
2/1251
მიმღები ორგანო
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი
2013-01-14
გამოქვეყნების თარიღი
2013-01-18
განჩინება შპს „მშენებელი 2010“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

საქმე №2/1251

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2013 წლის  14 იანვარი

ქ. ქუთაისი

 

    ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გენადი მაკარიძემ განიხილა შპს ,,მშენებელი-2010’’-ის კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

   2012 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით შპს ,,მშენებელი 2000’’-ის დირექტორის ნოდარ თებიძის განცხადება მიღებულ იქნეს წარმოებაში .

   2012 წლის 21 ნოემბრის განჩინებით შპს ,,მშენებელი 2000’’-ის (ს/კ 248387455) მიმართ გაიხსნას გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნოს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო; ამასთან შედგა კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრი;

  2012 წლის 21 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ – აღსრულების ეროვნულიმა ბიურომ და სამოქალაქო საქმე №2/1251 გადაიგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, რომელიც დაბრუნდა 2012 წლის 04 იანვარს.

  2012 წლის 05 დეკემბრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა ალექსანდრე პატარაიამ და წარმოადგინა შპს ,,მშენებლი 2010’’-ის მიმართ მოთხოვნა და კრედიტორთა რეესტრში შეყვანა ითხოვა;

   სასამართლოს მიაჩნია , რომ მოწვეული უნდა იქნეს შპს ,,მშენებლი 2010’’-ის კრედიტორთა კრება .

  სასამართლომ იხელმძღვანელა „ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მოწვეულ იქნეს შპს ,,მშენებელი 2010’’-ის კრედიტორთა კრება 2013 წლის 22 იანვარს 15:00 საათზე .

2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ( ქალაქი ქუთაისი , კუპრაძის ქ . №11, მესამე სართული , სხდომის დარბაზი №3).

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge

4 . განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

მოსამართლე :                    გენადი მაკარიძე

კრებსითი — სრული ვერსია