|
,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 3 თებერვლის №8 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების შესაბამისადб ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 3 თებერვლის №8 დადგენილება (სსმ, 09/02/2012, 010260020.35.140.016037).
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედების ვადა გავრცელდეს 2013 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|