|
„საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობების შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №61 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობების შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №61 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №17, მუხ. 168) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
ა)
ბრძანებულების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს პოლიტიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური ინტეგრაციის, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის, სამოქალაქო რეინტეგრაციისა და დიასპორასთან ურთიერთობის გააქტიურების მიზნით, ,,საქართველოს მთავრობის, სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად:“; |
ბ)
ამოღებულ იქნეს ბრძანებულების პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი. |
2.
საქართველოს მთავრობამ ამ ბრძანებულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სალიკვიდაციო ღონისძიების განხორციელება. |
3.
ეს ბრძანებულება, გარდა პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
4.
ამ ბრძანებულების პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2013 წლის 10 თებერვლიდან. |
|