|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №14 დადგენილებაში „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №14 დადგენილებაში (სსმ. 26.01.2011წ.) „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ შეტანილი იქნას შემდეგი ცვლილება, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №14 დადგენილებით „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებული ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ ცალკეული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. 1. განისაზღვროს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის - თანამდებობის პირის ხარჯების ანაზღაურების ზღვრული მოცულობა თვეში 300 ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ, ცალკეული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების ზღვრული მოცულობა, თვეში 400 ლარის ოდენობით.“. |
| მუხლი 2 |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №14 დადგენილებით „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებული ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ ცალკეული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. 1. საკრებულოს წევრისთვის – თანამდებობის პირისთვის, ხარჯების განსაზღვრა მოხდეს ზღვრული ოდენობის მოცულობიდან შემდეგი პირობების დაცვით: ა) კომისიის სხდომაზე დასწრების, განსახილველ საკითხებში მოსაწილეობისა და ცალკეული დავალებების შესრულებისათვის ყოველთვიურად უფლებამოსილების განხორციელებისათვის უნაზღაურდება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით დანართი 2-ის მიხედვით, რომელიც ივსება შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის მიერ და წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს; ბ) დარჩენილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი მიეცემა საკრებულოს სხდომებზე დასწრების, განსახილველ საკითხებში მონაწილეობისა და ცალკეული დავალებების შესრულებისათვის ყოველთვიურად უფლებამოსილების განხორციელებისათვის. ანაზღაურება მოხდება დანართი 3-ის მიხედვით, რომელიც ივსება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მიერ. 2. საკრებულოს წევრისთვის ხარჯების განსაზღვრა მოხდეს ზღვრული ოდენობის მოცულობიდან შემდეგი პირობების დაცვით: ა) კომისიის სხდომაზე დასწრების, განსახილველ საკითხებში მოსაწილეობისა და ცალკეული დავალებების შესრულებისათვის ყოველთვიურად უფლებამოსილების განხორციელებისათვის უნაზღაურდება 200 (ორასი) ლარის ოდენობით, დანართი 2-ის მიხედვით, რომელიც ივსება შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის მიერ და წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს; ბ) დარჩენილი 200 (ორასი) ლარი მიეცემა საკრებულოს სხდომებზე დასწრების, განსახილველ საკითხებში მონაწილეობისა და ცალკეული დავალებების შესრულებისათვის ყოველთვიურად უფლებამოსილების განხორციელებისათვის. ანაზღაურება მოხდება დანართი 3-ის მიხედვით, რომელიც ივსება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მიერ.“. |
| მუხლი 3 |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №14 დადგენილებით „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებული ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ ცალკეული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. საკრებულოს წევრს, კომისიის და საკრებულოს ყოველი სხდომის გაცდენისათვის, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯებიდან დაექვითოს 20 (ოცი) ლარი.“ |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან. |
|