„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
8
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2013-01-11
გამოქვეყნების თარიღი
2013-01-16
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.033.016501
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №8

2013 წლის 11 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებით (სსმ III, 15.07.05, №83, მუხლი 910) დამტკიცებული დებულების  მე-3 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და ორი მოადგილე, რომლებსაც, დირექტორის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. პირველი მოადგილისა და მოადგილეების ფუნქციებს განსაზღვრავს დირექტორი.

6. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში  მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში - მისი ერთ-ერთი მოადგილე,  დირექტორის გადაწყვეტილებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური

კრებსითი — სრული ვერსია