„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით (სსმ III, 30.12.09, №159, მუხლი 1980) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8. უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოში ცალკეული გადასახადის/სანქციის მიხედვით ზედმეტად გადახდილი თანხის სხვა სახის გადასახადში/სანქციაში გადატანის დამატებითი პროცედურები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.
|