„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1735
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1998-12-13
გამოქვეყნების თარიღი
1998-12-31
სარეგისტრაციო კოდი
040.110.030.05.001.000.462
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №29-30, 09.07.97) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

მე-4 მუხლის:

ა) „გ“ ქვეპუნქტს სიტყვის „სამობილიზაციო“ წინ დაემატოს სიტყვები „სახელმწიფო რეზერვის სისტემაში არსებული ობიექტები“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ელექტროენერგეტიკული სექტორის გადაცემა-დისპეტჩერიზაციის სამსახურები, გარდა 35-110 კვ ძაბვის გადამცემი ქსელის იმ ნაწილისა, რომლის ძირითად დანიშნულებას წარმოადგენს ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის გარე ელექტრომომარაგება და განკუთვნილი არ არის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 13 დეკემბერი.

№1735–Iს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია