კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
1
მიმღები ორგანო
კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-01-04
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-28
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.149.016133
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
(ძალადაკარგულია - 28.10.2014, №51)

                                                                                                              

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება № 1

2013 წლის 4 იანვარი

ქ. კასპი

 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

   „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და 326 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს საკრებულოს სხდომებში ან მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად , ამომრჩევლებთან შესახვედრად , საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებათა შესასრულებლად უფლებამოსილების განხორციელებისათვის განესაზღვროს ხარჯების სახით თვეში 500 ( ხუთასი ) ლარის ოდენობით .

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 18 იანვრის დადგენილება № 2 - ვებგვერდი, 21.01.2013წ.

2. დაევალოს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს განახორციელოს ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხარჯების ანაზღაურებისათვის საკრებულოს წევრის საკრებულოს სხდომებში ან მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის აღრიცხვის წარმოება .

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 18 იანვრის დადგენილება № 2 - ვებგვერდი, 21.01.2013წ.

3. (ამოღებულია - 19.04.2013, №10).

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 18 იანვრის დადგენილება № 2 - ვებგვერდი, 21.01.2013წ.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 აპრილის დადგენილება № 10 - ვებგვერდი, 26.04.2013წ.

4. ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2013 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მესროფაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია