1.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 1 მაისის №18 დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge, 11/05/2012, 040030000.32.057.016087) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ლაბორატორიას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს მთავრობა მთავრობის უფლებამოსილების ვადით. მთავრობა უფლებამოსილია, მიზანშეწონილობის მოტივით, ნებისმიერ დროს მიიღოს გადაწყვეტილება ლაბორატორიის უფროსის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ლაბორატორიის უფროსი მოვალეობას ასრულებს მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე.“.
|