|
მუხლი 1. „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 2000 წელი, მუხ. 12) მე-80 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ შესაბამისი წარდგინების მიღების შემდეგ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტი, ყველა სხვა მოსამართლეს − საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 28 დეკემბერი 2012 წ. N193-რს |