|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის“ ,,კ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის' ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტი დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის). |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის N44 დადგენილება (www.matsne.gov.ge), 03.01.2012, სარეგისტრაციო კოდი:1902002035105016058. |
| მუხლი 3 |
დადგენილება გადაეგზავნოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას. |
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი
|
თავი I ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 31 იანვრის დადგენილება № 1 - ვებგვერდი , 07.02.2013 წ . |
მუხლი 2.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 31 იანვრის დადგენილება № 1 - ვებგვერდი , 07.02.2013 წ . |
მუხლი 3.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 21434.7 ათ ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით :
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 31 იანვრის დადგენილება № 1 - ვებგვერდი , 07.02.2013 წ .
|
მუხლი 4.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 2240.0 ათ ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით :
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 31 იანვრის დადგენილება № 1 - ვებგვერდი , 07.02.2013 წ .
|
მუხლი 5.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 16,681.4 ათ ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით :
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 31 იანვრის დადგენილება № 1 - ვებგვერდი , 07.02.2013 წ .
|
მუხლი 6.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 2,777.6 ათ ლარის ოდენობით
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 31 იანვრის დადგენილება № 1 - ვებგვერდი , 07.02.2013 წ . |
მუხლი 7.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 15.841,5 ათ ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით :
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 31 იანვრის დადგენილება № 1 - ვებგვერდი , 07.02.2013 წ .
|
მუხლი 8.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივები მათ შორის : განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 3,954.5 ათ ლარის ოდენობით , თანდართული რედაქციით :
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 31 იანვრის დადგენილება № 1 - ვებგვერდი , 07.02.2013 წ .
|
მუხლი 9.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში , თანდართული რედაქციით :
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 31 იანვრის დადგენილება № 1 - ვებგვერდი , 07.02.2013 წ .
|
თავი II
ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
პრიორიტეტები
და
პროგრამები
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
1. 2395,0
ათასი
ლარით
–
თავდაცვა
საზოგადობრივი
წესრიგი
და
უსაფრთხოება
(
პროგრამული
კოდი
0200)
ერთ - ერთ მნიშვნელოვან პროგრამას წარმოადგენს თავდაცვის საზოგად - ოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა მუნიციპალიტეტში , თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის , წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები .
მოსახლეობის სტიქიური მოვლენების , უბედური შემთხვევებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში დახმარების გასაწევად სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება , მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების აღმოსაჩენად . მომუშავე პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა . პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება . მნიშვნელოვანია მატერიალურ - ტექნიკური ბაზის , კონკრეტულად ახალი შენობის მშენებლობა .
1.1. 2175,0
ათასი
ლარით
–
საგანგებო
სიტუაციების
მართვა
(
პროგრამული
კოდი
0201)
პროგრამის მიზანია საგანგებო სიტუაციების სამსახურის ქმედითუნარიანობის ამაღლებას , სამაშველო - საავარიო ტექნიკის სრულყოფა , ხანძრების შედეგად მატერიალურ ფასეულობათა გადარჩენის პროცენტული მაჩვენებლის მაქსიმალურად გაზრდა , ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესწავლა და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიების გატარება , პირადი მუშაკების კანონით გათვალისწინებული სოციალური და სამართლებრივი უფლების დაცვა .
1.2. 220.0,0
ათასი
ლარით
–
ქვეყნის
თავდაცვის
უნარიანობის
ამაღლების
ხელშეწყობა
(
პროგრამული
კოდი
0203)
პროგრამა ახორციელებს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას , სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას , სამხედრო სავალდებულო და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევას .
2. 6136.0,
ათასი
ლარით
–
ინფრასტრუქტურის
მშენებლობა
,
რეაბილიტაცია
და
ექსპლოატაცია
(
პროგრამული
კოდი
0300)
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის მნიშვნელოვანია მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება . აღნიშნული პროგრამა ბიუჯეტის ერთ - ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს . პროგრამის ფარგლებში ხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - რეაბილიტაცია , ქალაქის საცხოვრებელი სახლების , ეზოების , დასასვენებელი პარკების , სკვერების და მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა . მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა - შენახვა .
2.1.1. 564.1
ათასი
ლარით
–
გზების
მშენებლობა
რეაბილიტაცია
და
მოვლა
-
შენახვა
(
პროგრამული
კოდი
030101)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მოვლა - შენახვა , შიდა მისასვლელი გზების რეაბილიტაცია . ასფალტ - ბეტონის საფარის ორმული შეკეთება , გადაგება ახალი გზების გაყვანა , გრუნტიანი გზების მოხრეშვა , ბეტონის საფარის დაგება გათვალისწინებულია გორის , მცხეთის , ხუბულავას , ოდიშის , ჭავჭავაძის , მეუნარგიას , კოსტავას და სხვა ქუჩების მიხედვით ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში .
2.1.2. 200,0
ათასი
ლარით
–
ხიდების
მშენებლობა
რეაბილიტაცია
(
პროგრამული
კოდი
030102)
პროგრამა ითვალისწინებს დაზიანებული ხიდების რეაბილიტაციას , მონოლითური ხიდ - ბოგირების მშენებლობას , ახალი კაპიტალური ხიდების მშენებლობას , მოაჯირების რეაბილიტაცია , სავალი ნაწილის რეაბილიტაცია . მოსაშვილის ქუჩაზე არსებული ფეხით სავალი , ასევე ბერიას , რიგის , ფიფიას ქუჩებზე , სოფელ ჯიხაშკარში ხიდების რეაბილიტაცია .
2.1.3. 1300,0
ათასი
ლარით
–
გარე
განათების
მოწყობა
,
რეაბილიტაცია
და
ექსპლოატაცია
(
პროგრამული
კოდი
030201)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია , მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული განათების ქსელის გაფართოება , ქუთაისის , ჯიქიას , გორკის , თათარიშვილის , გრიბოედოვის , მოსკოვის , ტაბიძის , ჩარგაზიას , ბესიკის და სხვა ქუჩების მიხედვით . არსებული ქსელის მოვლა - შენახვა და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა . ლესელიძეს , შარტავას , ჩიტაძის , მესხიას , ქუჩებსა და მონაკვეთებში განათების ახალი ქსელის გაკეთება .
2.2.2. 1500,0
ათასი
ლარით
–
დასუფთავების
ღონისძიებები
ა
.
ა
.
ი
.
პ
,,
ზუგდიდდასუფთავებას
“ (
პროგრამული
კოდი
030202)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის სანიტარიულ - ჰიგიენური მდგომარეობის დაცვა და გაუმჯობესება . ყოველდღიურად 40 ჰექტარამდე ფართის დაგვა - დასუფთავების და 130-150 კუბურ მეტრამდე ნარჩენების გატანა მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი დანიშნულების ტერიტორიიდან , მრავალსართულიანი საცხოვრებელის ბუნკერებიდან , კომპაქტურად ჩასახლებული მოსახლეობის საცხოვრებელი ადგილებიდან , სტიქიური ნაგავსაყრელების ლიკვიდაცია . ზამთრის პერიოდში გზების ტექნიკური მასალით დამუშავება , ჭარბი თოვლისაგან გაწმენდა , მაწანწალა ცხოველების დაჭერა და გადაყვანა სპეციალურ თავშესაფარში .
2.2.3 .100,0
ათასი
ლარით
–
ლიფტების
რეაბილიტაცია
(
პროგრამული
კოდი
030205)
ამორტიზებული ლიფტების დემონტაჟი და ახალი კომფორტული ლიფტების შეძენა - მონტაჟი . აღნიშნული სამუშაოები გათვალისწინებულია მაღალსართულიანი ბინების მიხედვით . აღნიშნული საქმიანობების საპროექტო სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების შესრულება . გათვალისწინებულია ლიფტების რეაბილიტაცია ცოტნე დადიანის ქუჩა №2, №4 და №6 მრავასართულიან სახლებში .
2.2.4. 100,0
ათასი
ლარით
–
მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე
სასაფლაოების
მოვლა
-
პატრონობის
პროგრამ
ა
.
ა
.
ი
.
პ
,,
სასაფლაოების
მართვის
ცენტრის
“
ბაზაზე
(
პროგრამული
კოდი
030207)
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული სასაფლაოების მოვლა - პატრონობას , შემოკავების სამუშაოების , გადაბერებული ხეების მოჭრას და გადაცემას სოციალური დანიშნულების სარგებლობისათვის შესაბამის სამსახურზე . საფლავების აღრიცხვა - განკარგვაში წესრიგის დამყარებას .
2.2.5. 10,0
ათასი
ლარით
–
არასასოფლო
მიწების
საკადასტრო
ნახაზების
შედგენის
სამუშაოები
(
პროგრამული
კოდი
030208)
ქალაქის დაგეგმარების და პრესპექტიული განვითარების გეგმის შესაბამისად განხორციელდება არასასოფლო მიწების შემდგომი გამოყენებისთვის საკადასტრო ნახაზების მომზადება .
2.3.1. 200,0
ათასი
ლარით
–
მრავალსართულიანი
სახლების
ეზოების
კეთილმოწყობა
(
პროგრამული
კოდი
030301)
აღნიშნული პროგრამის მიხედვით განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მრავალსართულიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობა . ავტოსადგომის , ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობის , გამწვანების სამუშაოები , ბავშვთა სათამაშო მოედნების , განათებისა და დეკორატიული ღობის მოწყობა . გათვალისწინებულია რუსთაველის ქუჩა №90- ის ეზოს მოწყობის კაპიტალური სამუშაოები .
2.3.2. 200,0
ათასი
ლარით
–
ჩატარდება
შემოსასვლელის
კეთილმოწყობის
სამუშაოები
(
პროგრამული
კოდი
030302)
აღნიშნული პროგრამით განხორციელდება მუნიციპალიტეტში შემოსასვლელის იერსახის გაუმჯობესება .
2.3.3. 1000,0
ათასი
ლარით
–
მუნიციპალიტეტის
კეთილმოწყობის
სამუშაოები
(
ააიპ
,,
კეთილმოწყობის
ცენტრი
" (
პროგრამული
კოდი
030303)
აღნიშნული ცენტრის ფუნქციები და დანიშნულებაა ზრუნვა ქალაქის იერსახის გაუმჯობესებისათვის , მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების ქსელის შეუფერხებელი და გამართული ფუნქციონირებისათვის მოვლა - შენახვის სამუშაოების ჩატარება , ქალაქის მწვანე ნარგავების , პარკების , სკვერების და რაბატების მოვლა - შენახვა , სანიღვრე არხების მშენებლობა , რეაბილიტაცია და გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება . მიმდინარე მოვლითი სარეკონსტრუქციო სამუშაოები , ავარიული და გამხმარი ხეების გადაბელვა და ახლის დარგვა , შადრევნების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა , საგზაო ნიშნების დამზადება - მოწყობა და აღდგენითი პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულება . სადღესასწაულო დღეებში ქალაქის კეთილმოწყობა .
2.3.4. 100,0
ათასი
ლარით
–
ცენტრალური
პარკის
კეთილმოწყობა
,
სკვერების
,
ბულვარის
და
ქუჩების
გამწვანების
სამუშაოები
(
პროგრამული
კოდი
030304)
პროგრამა ითვალისწინებს ახალი ნარგავების , ხეებისა , მცენარეების და ყვავილების შესყიდვას და დარგვას , მათ მოვლა - შენახვას .
2.3.5. 67,0
ათასი
ლარით
–
ადგილობრივი
ტყეების
და
ბოტანიკური
ბაღის
მოვლა
-
შენახვის
პროგრამა
(
პროგრამული
კოდი
0304)
პროგრამა ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას , ადგილობრივი ტყეების დაცვის ღონისძიებანი , სპეციალური ჭრის ტყეკაფების გამოყოფა , უკანონო ჭრების შემცირება - აღკვეთა . ბოტანიკური ბაღის მუნიციპალიტეტზე გადმოცემასთან დაკავშირებით მოვლა - შენახვის სამუშაოები .
2.3.6. 200,0
ათასი
ლარით
–
სანიაღვრე
არხების
მშენებლობა
რეაბილიტაცია
და
ექსპლოატაცია
(
პროგრამული
კოდი
0305)
პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელის მშენებლობა - რეაბილიტაციის განხორციელება , ახალი წყალსაწრეტების გაკეთება , ქალაქის სავალი გზების და მოსახლეობის ეზოების დაცვა წვიმიან ამინდში ჭარბი წყლის დაგროვებიდან . სანიაღვრების რეაბილიტაცია . გათვალისწინებულია ფიფიას , კრილოვის , პუშკინის , შარტავს , ბაკურიანის , ქუთაისის , პეტრე უბერის , თამარ მეფის ქუჩებზე .
2.3.7. 100,0
ათასი
ლარით
–
მუნიციპალური
ტრნსპორტის
ხელშეწყობის
პროგრამა
(
პროგრამული
კოდი
0308)
მუნიციპალური ტრანსპორტის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია , რათა ტრანსპორტის საწვავისა და მარაგ - ნაწილების ფასების ზრდის გამო , მგზავრობის ღირებულება არ გაძვირდეს . ტრანსპორტის ძირითადი აქტივების ხანგძლივად შენარჩუნების მიზნით სათადარიგო ნაწილებისა და აღჭურვილობის შეძენა .
3. 1982,0
ათასი
ლარით
-
განათლება
(
პროგრამული
კოდი
04 00)
მომავალი თაობების აღზრდის ხელშეწყობა , სკოლამდელ დაწესებულებათა ფუნქციონირებაში საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელება , სკოლის - გარეშე დაწესებულებათა თანადაფინანსება და ზოგადი განათლების ხელშეწყობა პროგრამის ძირითადი ამოცანებია .
3.1. 1600,0
ათასი
ლარით
–
სკოლამდელი
აღზრდა
-
განათლების
ხელშეწყობის
პროგრამა
(
პროგრამული
კოდი
0401)
ითვალისწინებს სკოლამდელი განათლების დაწესებულებების მატერიალურ - ტექნიკური ბაზის და სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას . სასკოლო პროგრამის დასაძლევად სათანადოდ ბავშვების , მომზადების არსებული სკოლამდელი დაწესებულებების ბაზის მოვლა - პატრონობა და შევსებას . სკოლამდელი დაწესებულებების შენობა - ნაგებობათა მონიტორინგის , სკოლამდელი ასაკის ბავშვების განათლების მაღალ ხარისხს . მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული 57 სკოლამდელი დაწესებულების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების ფინანსური უზრუნველყოფას . სკოლამდელი დაწესებულებათა მატერიალურ - ტექნიკური ბაზის განმტკიცებას . ნაკლებად უზრუნველყოფილ ოჯახებზე მშობელთა შენატანების შეღავათების გავრცელებას .
3.2. 120,0
ათასი
ლარით
–
საჯარო
სკოლების
,
წმინდა
გიორგის
სახ
.
გიმნაზიის
და
სხვა
განათლების
დაწესებულებების
ფინანსური
ხელშეწყობის
პროგრამა
(
პროგრამული
კოდი
0402)
საჯარო სკოლების განათლების სხვა დაწესებულებათა ფინანსური ხელშეწყობა , მატერიალურ - ტექნიკური ბაზის განმტკიცების და სხვა საჭირო ხარჯებისათვის . სასულიერო და საერო პირების თანამშრომლობა , მოზარდების სულიერი და ფიზიკური წვრნისათვის , მოზარდების მართლმადიდებლური სულისკვეთებით სწავლებისა და აღზრდის პროგრამის განხორციელებისათვის სათანადო ინფრასტრუქტურის და სხვა საჭირო პირობების შექმნის ხელშეწყობა .
3.3. 175,0
ათასი
ლარით
–
სკოლისგარეშე
საქმინობა
მოსწავლე
-
ახალგაზრდობის
სასახლის
ბაზაზე
(
პროგრამული
კოდი
0403)
პროგრამის მიზანია სკოლისგარეშე მუშაობის წარმართვა მოზარდებთან და ახალგაზრდებთან , სხვადასხვა სახის სასწავლო , შემეცნებითი , სახელოვნებო კულტურული , ღონისძიებების ხელშეწყობა , სასკოლო ოლიმპიადების , ტურების , ფესტივალების მოწყობა და ნიჭიერ მოზარდთა გამოვლენა . ინტელექტუალური შემეცნებითი სახელოვნებო , სასპორტო და სხვა მიმართულებებით ჩამოყალიბებული სექციებისა და ჯგუფების მუშაობის უზრუნველყოფის თანადაფინანსება .
3.4. 67,0
ათასი
ლარით
–
სოფლის
მეურნეობის
სპეციალისტთა
მომზადების
პროგრამა
ზედაეწერის
კოლეჯის
ბაზაზე
(
პროგრამული
კოდი
0404)
სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის პოპულარიზაცია და თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სიახლეების დანერგვა , პროფესიონალი კადრების , სპეციალისტების მომზადება სოფლის მეურნეობისათვის . სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა .
3.5. 20,0
ათასი
ლარით
–
განსაკუთრებული
ნიჭის
მქონე
ახალგაზრდებისა
და
ბავშვთა
ფინანსური
ხელშეწყობის
პროგრამა
(
პროგრამული
კოდი
0405)
განსაკუთრებული ნიჭისა და უნარების მქონე მოზარდთა და ახალგაზრდათა გამოვლენა და მათი ფინანსურ - მატერიალური ხელშეწყობა შესაბამის სფეროში სწავლისა თუ შემოქმედების უზრუნველსაყოფად .
4. 3710.0,
ათასი
ლარით
–
კულტურა
,
რელიგია
ახალგაზრდული
და
სპორტული
ღონისძიებები
(
პროგრამული
კოდი
0500)
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურული და სპორტული სფეროს მკვეთრად გაუმჯობესებას . კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარებას , კულტურის , დასვენების და სპორტული ობიექტების მოწყობა რეაბილიტაციის ხარჯებს .
4.1. 1570,0
ათასი
ლარით
–
სპორტის
განვითარების
ხელშეწყობა
(
პროგრამული
კოდი
0501)
მატერიალურ - ტექნიკური ბაზის მომზადება , სპორტული ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება , სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია , სპორტსმენთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობა , ადგილობრივი ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ დაგეგმილ ტურნირებში ადგილობრივ სპორტსმენთა ჩართულობის გაზრდა . სპორტის ექსტრემალური სახეობების განვითარება , ადგილობრივ მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად , სპორტის სახეობების პოპულარიზაცია და განვითარების ხელშეწყობა .
4.1.1. 650,0
ათასი
ლარით
-
მუნიციპალიტეტის
სპორტის
განვითარების
ხელშეწყობის
პროგრამა
ცენტრის
ბაზაზე
(
პროგრამული
კოდი
050101)
პროგრამების მიზანია სასპორტო სკოლების , სპორტული ობიექტების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება , სპორტსმენების წვრთნისა და გადამზადების ხელშეწყობა , სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია , ვეტერან სპორტსმენთა მიღწევების პოპულარიზაცია . სპორტულ ღონისძიებებში მონაწილება საქართველოში და რესპუბლიკის გარეთ .
4.1.2. 170,0
ათასი
ლარით
–
სპორტული
ღონისძიებების
დაფინანსება
და
მინისპორტული
მოედნების
მშენებლობა
(
პროგრამული
კოდი
050102)
პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებანი ადგილობრივი , რესპუბლიკური და საერთაშორისო ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება . სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია , სპორტსმენების და მწვრთნელების ოსტატობის დონის ამაღლება . მიღწეული წარმატებები , სპორტული სექციებისა და კლუბების გაზრდა . მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები , რეაბილიტაცია . მოსახლეობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას , სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია და განვითარება , სპორტული შეჯიბრებების და მასში ჩართული ადამიანების თვისობრივი და რაოდენობრივი ზრდა , პერსპექტიული მოზარდებისა და ახალგაზრდების გამოვლენა - შეჯიბრებებისა და მონაწილეთა რაოდენობა , ჩატარების ხარისხის გაუმჯობესება .
4.1.3. 150,0
ათასი
ლარით
–
მინისპორტული
მოედნების
მშენებლობა
(
პროგრამული
კოდი
05 01 02)
ქალაქად და სოფლებში მარტივი ტიპის სპორტული მოედნების მშენებლობა და არსებულის რეაბილიტაცია .
4.1.4. 750,0
ათასი
ლარით
–
ფეხბურთის
განვითარების
ხელშეწყობის
პროგრამა
(
პროგრამული
კოდი
050103)
შპს ,, საფეხბურთო კლუბ ,, ზუგდიდის “, რომლის 100- პროცენტიანი წილის მფლობელი არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტი , უზრუნველყოფს სპორტის უმნიშვნელოვანი სახეობის ფეხბურთის და ფეხბურთის გუნდის მომზადებას და განვითარებას საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით , გუნდის მონაწილეობას სხვადასხვა შეჯიბრებებზე და ტურნირებში .
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქალაქისა და სოფლების მიხედვით ფეხბურთის გუნდების მომზადებას კოორდინაციას უწევს და უზრუნველყოფს ააიპ ,, ფეხბურთის განვითარების ცენტრი “.
4.2. 2090,0
ათასი
ლარით
–
კულტურის
განვითარების
ხელშეწყობა
(
პროგრამული
კოდი
0502)
კულტურულ შემეცნებითი გასართობი ღონიძიებების ჩატარება , კულტურული ტრადიციების დაცვა - აღდგენა , სახელოვნებო სკოლების , ბიბლიოთეკების , მუსიკალური კოლექტივების ფუნქციონირება და განვითარება .
4.2.1. 180,0
ათასი
ლარით
–
მუზეუმების
,
სამხატვრო
გალერეის
და
კულტურული
მემკვიდრეობის
დაცვის
ხელშეწყობის
პროგრამა
(
პროგრამული
კოდი
050201)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მემორიალური სახლ - მუზეუმებისა ფონდის აღრიცხვა - სისტემატიზაცია და პოპულარიზაცია . სამხატვრო შემოქმედებითი გამოფენის მოწყობა და პოპულარიზაცია . კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების გამოვლენა , აღრიცხვა , სისტემატიზაცია და პოპულარიზება . არსებითი მატერიალურ - ტექნიკური და შემოქმედებითი მდგომარეობის პროგრესირება . საზოგადოების დაინტერესებული ნაწილისათვის ხელმისწვდომობის გაზრდა . კულტურული მემკვიდრეობის არტეფაქტების სახელმწიფო დაცვის გარანტიის გაზრდა . წარმოდგენილი ღონისძიებების ინტენსივობა , ხარისხი და ღირებულება .
4.2.2. 335,0
ათასი
ლარით
–
სახელოვნებო
სკოლების
ხელშეწყობის
პროგრამა
(
პროგრამული
კოდი
050202)
სახელოვნებო პროგრამის განხორციელება ხდება №1, №2 სამუსიკო სკოლებისა და საგუნდო - სამუსიკო სკოლების ბაზაზე . მოზარდებში მუსიკალური უნარ - ჩვევების განვითარება , მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბება , სოლო და კოლექტიური კონცერტების გამართვა , ფესტივალ - კონკურსებში მონაწილეობის მიღება , პედაგოგთა დაოსტატებისათვის მასტერ - კლასების ჩატარება , მუსიკის სხვადასხვა ჟანრის პოპულარიზაციისათვის მხატვრულ - მუსიკალური ღონისძიებების მოწყობა . მუსიკალური ნიჭით გამორჩეულ მოზარდთა გამოვლენა და მათი პროფესიული ზრდა , ფოლკლორული , საესტრადო და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია . საანგარიშო კონცერტები , სხვადასხვა კონკურს - ფესტივალებზე მიღწეული წარმატებები . მატერიალურ - ტექნიკური ბაზის განმტკიცება .
4.2.3. 53,0
ათასი
ლარით
–
სამხატვრო
სკოლის
დაფინანსება
(
პროგრამული
კოდი
050203)
ითვალისწინებს მოზარდებში სახვითი ხელოვნების უნარ - ჩვევების განვითარებას , პერსონალური და კოლექტიური გამოფენების , პლენერების მოწყობას , პედაგოგების და ოსტატებისათვის მასტერკლასების მოწყობას სახვითი ხელოვნების ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდთა წარმოჩენას და პროფესიული ზრდა , მონაწილეობა გამოფენებში , სხვადასხვა სახის ღონისძიებებში .
4.2.4. 300,0
ათასი
ლარით
–
საბიბლიოთეკო
დარგის
განვითარების
ხელშეწყობის
პროგრამა
(
პროგრამული
კოდი
050204)
აღნიშნული პროგრამა ხორციელდება აიპ ,, ცენტრალური ბიბლიოთეკის “ ბაზაზე . პროგრამის მიზანია : წიგნის კითხვის ხელმისაწვდომობის გაზრდა . სამეცნიერო - საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება . შემოქმედებითი საღამოების მოწყობა . თანამედროვე შემოქმედი ავტორების პოპულარიზება . საზოგადოების , განსაკუთრებით მოსწავლე - ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება . წიგნიერების გაზრდა . შემოქმედებითი პოტენციალის ზრდა . ღონისძიებების ინტესივობა და ხარისხი . მკითხველთა რაოდენობის გაზრდა . წიგნის კვირეულის ჩატარება . ფოტოგამოფენების მოწყობა . უსინათლოთა პროგრამა ,, ბუს “ დანერგვა . მატერიალურ - ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება .
4.2.5. 350,0
ათასი
ლარით
–
კულტურული
ღონისძიებების
პროგრამა
(
პროგრამული
კოდი
050205)
პროგრამის მიზანი სადღესასწაულო ღონისძიებების დაგეგმვა და ჩატარება , ადგილობრივი , რესპუბლიკური და საერთაშორისო ფესტივალების , ფორუმების , საქველმოქმედო აქციების , შემოქმედებითი საღამოების , კონცერტების დაგეგმვა და ორგანიზება მოსახლეობაში პოზიტიური განწყობის შექმნა , ნიჭიერი შემოქმედებითი ადამიანებისა და ჯგუფების წარმოჩენა და პოპულარიზაცია მონაწილეთა მასობრიობა , მოსახლეობის განწყობა წელიწადის ყველა ღირსშესანიშნავი დღისა და დღესასწაულის აღნიშვნა ღონისძიებებით . წლის განმავლობაში გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებების ჩატარება საახალწლო - საშობაო ღონისძიებები : ,, საახალწლო სოფელი “ ბავშვებისათვის საშობაო მსვლელობა ,, ალილო “; ახალგაზრდული პერფომანსი – თეატრალური პანტონიმა ; შემოქმედ ქალთა ნამუშევრებისა და ადგილობრივი რეწვის ოსტატების გამოფენა . დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება . ფრანკოფონის დღეები ანაკლიაში ; ჟურნალისტიკის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ; საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნის დღეს მემორიალის ყვავილებით შემკობა ; დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ; დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ; ფოტოკონკურსი ,, ზუგდიდი და ზუგდიდელები “; ფაშიზმზე გამარჯვების 68- ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ; ანდრია დადიანის 160- ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ; საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონის ძიებები ; ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ; ანიმაციური ფილმების ფესტივალი ,, თოფუზი “; სახალხო დღესასწაული ,, ვლაქერნობა “; საერთაშორისო საბავშვო - საესტრადო მუსიკის ფესტივალი ; ფოლკლორული ფესტივალი ,, არტგენი “; საკურორტო ქალაქ ანაკლიის პოპულარიზაციისათვის კლასიკური მუსიკის კონცერტი „ ზღვის სიმფონია “; აფხაზეთის დაცემის დღესთან დაკავშირებით მშვიდობიანი აქციის მოწყობა ; მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება , შემოქმედებითი საღამო ; გიორგობისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი ; პენ - მარათონი – ArtFace 2012.
4.2.6. 282,0
ათასი
ლარით
–
თეატრალური
ხელოვნების
განვითარების
ხელშეწყობის
პროგრამა
შ
.
დადიანის
სახ
.
თეატრის
და
ჩხორიის
სამოყვარულო
თეატრის
ბაზაზე
(
პროგრამული
კოდი
050207)
პროგრამით ხორციელდება სასცენო ხელოვნების პოპულარიზება და განვითარება , საზოგადოებისათვის აქტუალურ თემებზე თეატრალური წარმოდგენების გამართვა , თეატრის სახელმწიფო და სამოყვარულო დონეზე პოპულარიზება , გასტროლებზე გასვლა , კონკურს - ფესტივალებში მონაწილეობა , მსახიობთა ოსტატობის დასახვეწად მასტერ - კლასების ორგანიზება . თეატრალური ხელოვნების განვითარება და პოპულარიზაცია , საზოგადოებრივი ინტერესის გაზრდა თეატრისადმი . თეატრალური ხელოვნების ტრადიციების შენარჩუნება და განვითარება . მოზარდების თეატრალურ ცხოვრებაში ჩართვა .
4.2.7. 350,0
ათასი
ლარით
–
მუსიკალურ
ქორეოგრაფიული
ხელოვნების
განვითარების
პროგრამა
აიპ
,,
ოდიშის
"
ბაზაზე
(
პროგრამული
კოდი
050208)
ქართული ფოლკლორული ტრადიციების აღორძინება , უკვე არსებული და ახალი ქორეოგრაფიული და მუსიკალური ანსამბლების ხელშეწყობა , ქორეოგრაფების , ლოტბარებისა და მუსიკოსებისათვის სხვადასხვა სახის ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება , ფესტივალ - კონკურსებში მონაწილეობა , ფოლკლორული ნიმუშების მოძიება და პოპულარიზება . მოზარდთა და ახალგაზრდათა ჩართულობის გაზრდა ქორეოგრაფიულ და მუსიკალურ ანსამბლებში , ფოლკლორის როგორც ხელოვნების ერთ - ერთი უძველესი დარგის პოპულარიზაცია , მომავალ თაობაში სასიმღერო და ქორეოგრაფიული ეროვნული ტრადიციების , მემკვიდრეობითობის შენარჩუნება , სხვადასხვა კონკურს - ფესტივალებში მიღწეული წარმატებები კულტურის სამინისტროს მიერ შემოღებული სერტიფიცირების წარმატებულად გავლა . ადგილობრივ რესპუბლიკურ და საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობის მიღება .
4.2.8. 200,0
ათასი
ლარით
–
ჭადრაკის
სახლის
მიმდებარე
ტერიტორიაზე
ანდრია
დადიანის
სკულპტურის
პროექტირება
და
მშენებლობა
(
პროგრამული
კოდი
050209)
ჭადრაკის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ანდრია დადიანის სკულპტურის ანდრია დადიანის სკულპტურის დადგმა . ანდრია დადიანის პიროვნებისა და ზოგადად ჭადრაკის პოპულარიზება . მონუმენტის ხარისხისა და ესთეტიკური მხარის განსაზღვრა .
4.3. 50,0
ათასი
ლარით
–
ახალგაზრდული
პროგრამების
დაფინანსება
(
პროგრამული
კოდი
0503)
პროგრამის მიზანი სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა , ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობის პროგრამები , ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისათვის პრევენციული ღონისძიებების განხორციელება , ახალგაზრდების საჭიროებებიდან , მისწრაფებებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე მათთვის მცირე პროექტების თანადაფინანსება , ახალგაზრდების აქტიური დასვენებისა და გართობის ხელშეწყობა , სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისათვის მიმართული ღონისძიებები . ახალგაზრდული აქტივობის ზრდა , მაღალი საზოგადოებრივი ჩართულობა , ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულიარიზაცია , მოტივაცია განათლებისა და თვითგანათლებისათვის . ახალგაზრდების განათლების ხარისხის განსაზღვრა , მათი საზოგადოებრივი აქტიურობა . ხელშეწყობის ღონისძიებათა გატარება .
5. 1173,0
ათასი
ლარით
–
მოსახლეობის
ჯანმრთელობის
დაცვა
და
სოციალური
უზრუნველყოფა
(
პროგრამული
კოდი
0600)
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ - ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს . მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას . ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება , რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის , არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან .
5.1. 140,0
ათასი
ლარით
–
საზოგადოებრივი
ჯანდაცვის
მომსახურების
პროგრამა
(
პროგრამული
კოდი
0601)
პროგრამა ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მეშვეობით და მიზანია : მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადამდებ დაავადებათა ეპიდკვლევების ზედამხედველობა და კონტროლი . პრევენციულ ღონისძიებათა გატარება ეპიდსაშიშროებისას . იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა და განხორციელების ხელშეწყობა . მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობა , საგანმანათლებლო სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული ღონისძიებათა განხორციელება და ზედამხედველობა . პარაზიტულ დაავადებათა ეპიდკვლევა , დიაგნოსტიკა და პროფილაქტიკური ღონისძიებათა გატარება .
5.2.
30,0
ათასი
ლარით
–
ჯანდაცვის
სხვა
ღონისძიებათა
პროგრამა
(
პროგრამული
კოდი
0602)
ცხოვრების ჯანსაღი წესისა და გარემოს შენარჩუნების ღონისძიებათა გატარება . ჯანმრთელობისათვის საზიანო რისკ - ფაქტორების იდენტიფიცირება , ავადობის პროგნოზირება და საწინააღმდეგო ღონისძიებათა გატარება .
5.3. 973,0
ათასი
ლარით
–
მოსახლეობის
სოციალური
უზრუნველყოფა
(
პროგრამული
კოდი
0603)
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას . სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას , მოხუცებულთა , მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას , დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს , რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას .
5.3.1. 90,0
ათასი
ლარით
–
სოციალურად
დაუცველი
მოსახლეობის
კვებით
უზრუნველყოფის
პროგრამა
(
უფასო
სასადილოები
) (
პროგრამული
კოდი
060301)
ითვალისწინებს უმწეო მოსახლეობის ( სარეიტინგო ქულა 0–57000) ყოფითი პირობების გაუმჯობესებას , მორალურ მხარდაჭერას . ყოველდღიურად უმწეო მოქალაქეთა უზრუნველყოფა ცხელი სადილით დღეში ერთხელ .
5.3.2.
40,0
ათასი
ლარით
–
ომის
ვეტერანთა
სოციალური
უზრუნველყოფის
ხარჯები
(
ერთჯერადი
დახმარება
) (
პროგრამული
კოდი
060302)
მე -2 მსოფლიო ომში გამარჯვების დღის 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით , მატერიალური და ფინანსური მხარდაჭერა , ვეტერანთა ღვაწლის დაფასება და პატივისცემა . გარდაცვალების შემთხვევაში ომის ვეტერანების ოჯახებზე დაკრძალვის ხარჯების გაწევისათვის დახმარება .
5.3.3. 173,0
ათასი
ლარით
–
ოჯახებისა
და
ბავშვების
სოციალური
დაცვა
(
ერთჯერადი
დახმარება
) (
პროგრამული
კოდი
060303)
ითვალისწინებს მრავალშვილიანი და ახალშობილი ოჯახების , მარტოხელა პენსიონრების , მარტოხელა დედების და დედ - მამით ობოლი ბავშვების , უმწეო ოჯახების ერთჯერად დახმარებას .
5.3.4. 120,0
ათასი
ლარით
–
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირთა
სოციალური
დაცვა
და
რეაბილიტაცია
(
პროგრამული
კოდი
060304)
პროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ფინანსური მხარდაჭერა , მათი რეაბილიტაცია და რეინტეგრაცია საზოგადოებაში .
5.3.5. 40,0
ათასი
ლარით
–
მარჩენალდაკარგულ
პირთა
სოციალური
დაცვა
(
პროგრამული
კოდი
060305)
პროგრამა ითვალისწინებს მარჩენალდაკარგული ოჯახის მხარდაჭერას .
5.3.6.
10,0
ათასი
ლარით
–
ხანდაზმულთა
სოციალური
დაცვა
(
პროგრამული
კოდი
060306)
100 წელს გადაცილებული მოქალაქეების ფინანსური და მორალური მხარდაჭერა . მოხუცების პატივისცემა და თანადგომა .
5.3.7. 60,0
ათასი
ლარით
–
სადღესასწაულო
დღეების
დახმარების
პროგრამა
(
პროგრამული
კოდი
060307)
გარკვეული კატეგორიის ადამიანებზე ( ვეტერანები , ბავშვთა სახლის აღსაზდელები , უდედმამო ბავშვები , მიუსაფართა სასადილოების , სოციალური საცხოვრისების ბენეფიციართა ფინანსური მატერიალური და მორალური მხარდაჭერა . სადღესასწაულო დღეებში საზეიმო განწყობის შექმნა , დახმარება საჩუქრებით .
5.3.8. 70,0
ათასი
ლარით
–
მოსახლეობის
ტრანსპორტით
უფასო
და
შეღავათიანი
მგზავრობის
დაფინანსებას
პროგრამა
(
პროგრამული
კოდი
060308)
საზღვრისპირა რეგიონის მოსახლეობაზე ზრუნვა და ხელშეწყობა . მგზავრობის საფასურის თანადაფინასება . ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსაზღვრული კატეგორიის სტუდენტთა მგზავრობას მუნიციპალური ტრანსპორტით .
5.3.9.
150,0
ათასი
ლარით
–
უსახლკაროდ
დარჩენილთა
სოციალური
დაცვა
(
პროგრამული
კოდი
060309)
ხანძრის და სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის ბინით უზრუნველყოფა . მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა . ყოფითი პირობების გაუმჯობესება , ფინანსური და მორალური თანადგომა .
5.3.10. 30,0
ათასი
ლარით
–
დევნილთა
მხარდაჭერის
პროგრამა
(
პროგრამული
კოდი
060310)
დევნილი მოსახლეობის იდენტიფიკაციის , მონაცემთა ბაზის დამუშავების ხელშეწყობა , დევნილი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობის ხარჯები , გარდაცვლილი დევნილის ოჯახზე დახმარების გაწევა .
5.3.11 70,0
ათასი
ლარით
–
უმწეო
ოჯახების
და
სხვადასხა
სახის
დახმარებებით
უზრუნველყოფის
პროგრამა
(
პროგრამული
კოდი
060311)
ზამთრის პერიოდში უმწეო მოსახლეობისთვის გათბობისათვის საჭირო პირობების შექმნა და მხარდაჭერა , ყოფითი პირობების გაუმჯობესება .
5.3.12 120,0
ათასი
ლარით
–
სამედიცინო
დახმარების
პროგრამა
ითვალისწინებს
(
პროგრამული
კოდი
060312)
პროგრამა ითვალისწინებს ონკოლოგიური და სხვა სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებათა მკურნალობის და მედიკამენტებით უზრუნველყოფის თანადაფინანსებას .
5.3.13. 20,0
ათასი
ლარით
–
სტიქიური
მოვლენების
(
მეწყერის
)
შედეგად
დაზიანებულთა
მხარდაჭერის
პროგრამა
((
პროგრამული
კოდი
0604)
პროგრამა ითვალისწინებს ასახლებასდაქვემდებარებული , დამეწყრილი ოჯახების ფინანსურ ხელშეწყობას .
5.4. 10,0
ათასი
ლარით
–
განსაკუთრებული
პროგრამა
,,
სოციალური
საცხოვრისი
კეთილმოწყობილ
გარემოში
" (
პროგრამული
კოდი
0605)
,, სოციალური საცხოვრისი კეთილმოწყობილ გარემოში “ მაცხოვრებელ ბენეფიციართა საცხოვრებელ - საბინაო კომუნალური პრობლემების მოგვარება , ეზოს შემოკავება - კეთილმოწყობა , კომუნალური გადასახადის თანადაფინანსება . ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 31 იანვრის დადგენილება № 1 - ვებგვერდი , 07.02.2013 წ .
|
მუხლი 11.
მარეგულირებელი ნორმები
|
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება განხორციელდეს ზუგდიდის ბიუჯეტის ერთიანი ანგარიშიდან მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის მეშვეობით .
2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ასიგნებებთა გადანაწილება წლიური ასიგნების ფარგლებში განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საბიუჯეტო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით 5 პროცენტის ფარგლებში , შესაბამის საკითხზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესით .
3. ადგილობრივი ბიუჯეტით განსაზღვრული ჯანდაცვის და სოციალური სფეროს ფარგლებში დაფინანსდეს :
ა
)
სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახები იდენტიფიკაციის , სოციალურ - ეკონომიკური შეფასებებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირებაში დარეგისტრირებული 57000 ათასი და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე მოსახლეობის ყოველდღიური ერთჯერადი კვება ცხელი სადილით ;
ბ
)
მეორე მსოფლიო ომის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ვეტერანების დაკრძალვის ხარჯების თანადაფინანსება 250 ლარის ოდენობით ;
გ
)
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვის ერთჯერადი დახმარებები მათ შორის : 18 წლამდე ასაკის მრავალშვილიანი ოჯახებისათვის : 4 ბავშვზე -200 ლარით ; 5 ბავშვზე - 300 ლარით და ა . შ . მესამე შვილის შეძენისას 200 ლარით ; ტყუპების შეძენისას 500 ლარით ; დედმამით ობოლ 18 წლამდე ბავშვებისათვის 100 ლარით ; მარტოხელა დედებისათვის რომელთა ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილი 100 ლარით ; უმწეო ოჯახების და მარტოხელა პენსიონერებისათვის ქულა არ აღმატება 57000- ს 100 ლარის ოდენობით ;
დ
) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ერთჯერადი დახმარებები , მათ შორის : 18 წლამდე ინვალიდი და ონკოლოგიური ავადმყოფი ბავშვებისათათვის 100 ლარით ; I ჯგუფის ინვალიდებისა და ონკოლოგიური ავადმყოფებისათვის 100 ლარით ;
ე
)
მარჩენალდაკარგულ პირთა ერთჯერადი დახმარება 100 ლარით , რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილი ;
ვ
)
100 წელს გადაცილებულ პირთა ერთჯერადი დახმარება 500 ლარით
ზ
)
უდედმამო ბავშვების , მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა ( ადგილობრივი და დევნილი ), მიუსაფართა სასადილოს და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარების სადღესასწაულო დღეები ( შობა - ახალი წელი , აღდგომა , გიორგობა და სხვა ) დახმარება საჩუქრებით ;
თ
)
სტიქიური მოვლენების ( მეწყერი ) შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერა ერთჯერადი 500,0 ათასი ლარის ოდენობით ;
ი
)
ქალაქად მცხოვრები უმწეო კატეგორიის (57000 ქულამდე ) ოჯახების გაზიფიცირება , თანადაფინანსება 100 ლარის ოდენობით , აღნიშნული კატეგორიის მოსახლეობის შეშით ან სანაცვლოდ 100- ლარიანი დახმარება .
კ
)
საზღვრისპირა სოფელ ხურჩას მოსახლეობის ტრანსპორტით მგზავრობის ხარჯების თანადაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველთვიურად ანაზღაურდეს სოფელ კოკის რწმუნებულისა და შპს მუნიციპალური ტრანსპორტის მიერ წარმოდგენილი და გამგეობის მიერ დადასტურებული დოკუმენტაციის საფუძველზე ;
ლ
)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტთა მუნიციპალური ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობის განსახორციელებლად შეიქმნას შესაბამისი კომისია ;
მ
)
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერის პროგრამას ; დევნილთა მოსახლეობის იდენტიფიკაციას , მონაცემთა ბაზის დამუშავების , დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების ხელშეწყობის მიზნით გაუთვალისწინებელი სხვა ღონისძიებების ხარჯები . გარდაცვლილი დევნილის ოჯახებზე დაკრძალვის ხარჯების ხელშეწყობა 100 ლარის ოდენობით ;
ნ
)
სამედიცინო დახმარების პროგრამა განხორციელდეს შესაბამისი კომისიის დებულების მიხედვით ;
ო
)
ხანძრის დიდთოვლობის , ქარბუქის , მიწისძვრის , წყალდიდობის და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილთა ერთჯერადი დახმარება (300–1000 ლ ) ბინის ქირის 100- ლარიანი საზღაური ყოველთვიურად , საკუთარი საცხოვრისის არმქნე , ნ უმწეო პენსიონერების , მარტოხელა დედის , მარჩენალდაკარგული პირისათვის , რომელსაც ჰყავს ერთი ან რამდენიმე არასრულწლოვანი შვილი .
4. ნება დაერთოს არასამეწარმეო , არაკომერციული იურიდული პირების ხელმძღვანელებს მათდამი დაქვემდებარებულ დაწესებულებებში დასაქმებულ მუშაკთა თვიური სახელფასო ანაზღაურება 2013 წლიდან გაზარდონ საშუალოდ 35 პროცენტის ფარგლებში . საშტატო ნუსხები და თანამდებობებრივი სარგოები შეათანხმონ მუნიციპალიტეტის გამგეობასთან .
5. 2013 წლის განმავლობაში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მუშაკებზე პრემიები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დანამატები და დახმარებები გაიცეს შესაბამისი ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში .
6. საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საშტატო რიცხოვნობის 2%- ს . იმ ორგანიზაციებში , სადაც საშტატო რიცხოვნობის 2% შეადგენს – 5 ერთეულზე ნაკლებს , ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 ერთეულს .
7. შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციაში შტატით გათვალისწინებული თანამშრომლების საშუალო შრომის ანაზღაურებას .
8. ცალკეულ განსაკუთრებულ შემთხვევაში მოწვეულ მუშაკთა შრომის ანაზღაურება და საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის საკითხი ინდივიდუალურად შეთანხმდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობასთან .
9. არასამეწარმეო , არაკომერციული იურიდიული პირის საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების წლიური ოდენობით 20%- ს .
10. წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანების დასაფარავად შეასაძლებელია გამოყენებულ იქნეს 2013 წელს საბიუჯეტო დაწესებულებისა და ორგანიზაციების ასიგნებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად , რისთვისაც პასუხისმგებლობა ეკისრება ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციას . არასამეწარმეო , არაკომერციული იურიდიული პირების ხელმძღვანელობა უზრუნველყონ 2012 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიღებული თანხების ხარჯვაზე , აუდიტორული დასკვნების წარმოდგენა არა უგვიანეს 1 მარტისა .
11. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 82- ე მუხლის თანახმად , 15 დღის ვადაში საფინანსო ორგანომ მოამზადოს 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად .
12. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი – 280,0 ათასი ლარი მიიმართოს , მათ შორის :
ა
)
110.0 ათასი ლარი – საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად ;
ბ
)
120,0 ათასი ლარი – „ სამხედრო ვალდებულების და სამხედრო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილების განსახორციელებელ ღონისძიებათა დასაფინანსებლად ;
გ
)
20,0 ათასი ლარი – „ სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა , ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდაყოფის შესახებ „ საქართველოს კანონით “ განსაზღვრულ უფლებამოსილებების ღონისძიებათა დასაფინანსებლად ; დ ) 30,0 ათასი ლარი – იძულებით გადაადგილებულ პირთა , დევნილთა შესახებ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად . ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 31 იანვრის დადგენილება № 1 - ვებგვერდი , 07.02.2013 წ .
|
მუხლი 12.
სარეზერვო ფონდი
|
2013 წლის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 350,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი ხარჯვა განხორციელდეს გამგეობის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე .
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 31 იანვრის დადგენილება № 1 - ვებგვერდი , 07.02.2013 წ .
|
მუხლი 13.
ვალდებულებები
|
განისაზღვროს წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდი 2393.5 ათასი ლარით .
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 31 იანვრის დადგენილება № 1 - ვებგვერდი , 07.02.2013 წ .
|
თავი III
ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
ასიგნებები
|
მუხლი 14.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 31 იანვრის დადგენილება № 1 - ვებგვერდი , 07.02.2013 წ . |