„გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ" გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
44
მიმღები ორგანო
გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-12-27
გამოქვეყნების თარიღი
2012-12-31
სარეგისტრაციო კოდი
010260050.35.148.016128
„გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ" გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

                                                                                                   

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №44

2012 წლის 27 დეკემბერი

ქ.გორი

 

,,გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 იანვრის №3 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, 18/01/2012; 010.260.050.35.148.016.087)  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,1. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს საკრებულოს სხდომებში ან მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შესახვედრად, საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებათა შესასრულებლად უფლებამოსილების განხორციელებისათვის განესაზღვროს ხარჯების ანაზღაურების ლიმიტი (ზღვრული ოდენობა) თვეში 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე

კრებსითი — სრული ვერსია