სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
144-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2012-12-21
გამოქვეყნების თარიღი
2012-12-30
სარეგისტრაციო კოდი
240110000.05.001.016891
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს კანონი

 
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240110000.05.001.016709) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 75-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კოდექსის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში საქართველოს მთავრობამ მიიღოს:

ა) „ბიოწარმოების შესახებ“ დადგენილება;

ბ) „არაპროდუქტიული ცხოველების შესახებ“ დადგენილება.“.

 2. 76-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. ამ კოდექსის 38-ე მუხლის პირველი−მე-5 ნაწილები ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.“.

  მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

21 დეკემბერი 2012 წ.

N144-Iს

კრებსითი — სრული ვერსია