„ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
135-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2012-12-21
გამოქვეყნების თარიღი
2012-12-30
სარეგისტრაციო კოდი
260000000.05.001.016893
„ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 260000000.05.001.016869) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

   1. მე-7 მუხლის მე-12 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

   2. მე-16 მუხლის:

   ა) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „14. საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს საკუთრებაში მყოფი აქტივები მისი ლიკვიდაციისთანავე გადაეცეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.“;

   ბ) მე-14 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 და  მე-16 პუნქტები:

  „15. 2013 წლის 1 ივლისამდე აუდიტორების/აუდიტორული ფირმების პროფესიულ ორგანიზაციებში გაწევრება არ მოითხოვება.

  16. საქართველოს პარლამენტთან არსებული  აუდიტორული საქმიანობის საბჭო მისი ლიკვიდაციისთანავე გადასცემს ინდივიდუალური აუდიტორებისა და აუდიტორული ფირმების ერთიან რეესტრს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

21 დეკემბერი 2012 წ.

N135-Iს

კრებსითი — სრული ვერსია