საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
101-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2012-12-18
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-24
სარეგისტრაციო კოდი
120090000.05.001.016882
საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ
(ძალადაკარგულია - 24.12.2013, №1843)

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ

   მუხლი 1

1. საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ  წარმოდგენილი საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა (სამხედრო მოსამსახურეთა შტატი) 2013 წელს: არა    უმეტეს 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) კაცისა; მათგან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსი − არა უმეტეს 37 000  (ოცდაჩვიდმეტი ათასი) კაცისა.

2. ამ მუხლით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება საომარი მდგომარეობის დროს, აგრეთვე სამხედრო ძალების  სარეზერვო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობაზე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე.

მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი „საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22.12.2011, სარეგისტრაციო კოდი: 120090000.05.001.016523).

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

18 დეკემბერი 2012 წ.

N101-Iს

კრებსითი — სრული ვერსია