|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 8 ივლისის №11 დადგენილებით (სსმ V, №05/8, 14.07.2010.) დამტკიცებულ დანართში შევიდეს შემდეგი ცვლილება, კერძოდ, 24-ე მუხლის პირველ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. საკრებულოს კომისიებია: ა) სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია; ბ) საფინანსო-საბიუჯეტო კომისია; დ) ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისია; ე) სოციალურ საკითხთა კომისია; ვ) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისია. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|