საქართველოს კანონი
„საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 21.05.2003, მუხ. 62) 32-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:
„71. სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია მის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელებისას გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 27 მარტი.
№1144–Iს