1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის № 22 ბრძანებულებაში (სსმ III, 2010 წ., №6, მუხ. 35) შეტანილ იქნეს დამატება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის, რომელთათვისაც სავალდებულოა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება, მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ2“ ქვეპუნქტი:
„ლ2) პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;“.
|