„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
253/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2012-12-24
გამოქვეყნების თარიღი
2012-12-25
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.016519
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №253/ნ

2012 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
  1. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ III, 26.09.2005, №112, მუხ. 1233 სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.724):

ა) №2 დანართით გათვალისწინებულ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარიზის საჯარო სკოლაში სწავლება განხორციელდეს აზერბაიჯანულ და ქართულ ენებზე;

ბ) №9 დანართით გათვალისწინებული საჯარო სკოლების თავის 146-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

146

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – ქალაქ ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარიზის საჯარო სკოლა

ქართული/აზერბაიჯანული

დაწ-საბ.

ქართული/აზერბაიჯანული

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია