1.
,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №308 ბრძანებაში (ვებგვერდი 111229084, 03.01.2012 წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:
,,111. ორი სხვადასხვა კალენდარული წლის შვებულების უწყვეტად (გადაბმულად) სარგებლობის შემთხვევაში მოსამსახურეს ან მის ოჯახის წევრებს შვებულებაში გამგზავრებისა და უკან დაბრუნების ხარჯები უნაზღაურდებათ მიმდინარე კალენდარული წლის ბიუჯეტიდან.“.
|