|
„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით და პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 21 ივნისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს : |
| მუხლი 1 |
„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით და პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 21 ივნისის №34 დადგენილებაში (სსმ, 27.06.2011 წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დადგინდეს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით სარგებლობისათვის საფასური დროის შემდეგი მონაკვეთების მიხედვით: ა) 1 დღე – 1 (ერთი) ლარი; ბ) 7 დღე – 5 (ხუთი) ლარი; გ) 30 დღე – 10 (ათი) ლარი; დ) 182 დღე – 25 (ოცდახუთი) ლარი; ე) 365 დღე – 40 (ორმოცი) ლარი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|