ბ)
დებულებას მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „21“ მუხლი.
„მუხლი 21
1. ტერიტორიულ ორგანოებს გარდა მე-2 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებისა შეიძლება მიენიჭოს თვითმმართველ ქ. ბათუმის კომპეტენციამიკუთვნებულ ადამინისტრაციულ სამართალდარღვევების საქმეებზე (გზის საფარის დანაგვიანება ან დაზიანება; ადგილობრივი საქალაქო რეგურარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელება სანებართვო პირობების დარღვევით ან შესაბამისი ნებართვის გარეშე; საქართველოს ტერიტორიაზე შიდა სამგზავრო რეგულარული გადაყვანის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ დამტკიცებული მოძრაობის მარშრუტის დარღვევა; დასუფთავების წესების დარღვევა; თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევა; თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება; თვითმმართველი ერთეულის იერსახის თვითნებური შეცვლა; თვითმმართველი ერთეულის მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და თვითნებური განადგურება; ტერიტორიის დაზიანება სამშენებლო ან სარემონ-ტ სამუშაოების წარმოებისას; საზოგადოებრივი ადგილების სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა; გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა და გარე რეკლამის განთავსება შესაბამისი ნებართვის გარეშე, ძაღლებისა და კატების ყოლის წესების დარღვევა) უფლებამოსილ სამსახურებთან ერთად კონტროლის და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. ასევე გარე ვაჭრობასთან დაკავშირებით სახელშეკრულებო პირობების შესრულების კონტროლის უფლებამოსილება.
2. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ტერიტორიული ორგანოებისათვის მინიჭება ხორციელდება თვითმმარეთველი ქალაქის – ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს – საკრებულოს თავმჯდომარის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.“.
|