საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექ­სში დამატებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1131
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-03-27
გამოქვეყნების თარიღი
2009-04-13
სარეგისტრაციო კოდი
030.000.000.04.001.003.488
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექ­სში დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4–მე-6 ნაწილები:

„4. თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000000 ლარს ან/და საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელიც უფლებამოსილია მოითხოვოს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ამ დაწესებულების წარმომადგენლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამდებობის პირის ან სახელმწიფო მოსამსახურის დანიშვნა (გარდა საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობებიდან გამომდინარე დავებისა). ამ შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანხმობით, უფლებამოსილია, იმავე საქმეზე წარმომადგენლობის უფლებამოსილება მიანიჭოს იმ თანამდებობის პირს ან სახელმწიფო მოსამსახურეს, რომელიც ამ დაწესებულებაში მსახურობს.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში დაუშვებელია, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების წარმომადგენლად დაინიშნოს საქართველოს პროკურატურის მუშაკი.

6. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის მიმართვის, საქმის მასალების მოძრაობისა და წარმომადგენლის დანიშვნის წესი და ვადები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივნისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 27 მარტი.

№1131_Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია