შეტანილ იქნეს ცვლილებები „თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №21 დადგენილებაში და დადგენილების დანართის მე-9 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თელავის მუნიციპალიტეტი ქონების აუქციონის ან პირობებით აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტალებისა და გამოსაქვეყნებელ ინფორმაციას განათავსებს თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე /www telavi-gov.ge/
3. თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ან პირობებით აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება და გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება აუქციონის ჩატარების დათქმულ თარიღამდე არანაკლებ 5 და არა უმეტეს 30 კალენდარული დღით ადრე.
4. თელავის მუნიციპალიტეტის ქონების – უძრავი ნივთის, განმეორებით გამოცხადებული ან/და ვადაგაგრძელებული აუქციონის ან პირობიანი აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება და გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება აუქციონის ჩატარების დათქმულ თარიღამდე არანაკლებ 5 და არა უმეტეს 30 კალენდარული დღით ადრე.“.
|