„2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
469
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-12-13
გამოქვეყნების თარიღი
2012-12-19
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.017145
„2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №469

2012 წლის 13 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს  კანონის მე‑20  მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  „2012  წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო  პროგრამების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №92  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/03/2012, 470230000.10.003.016765)  შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული 2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების  №15  დანართის (რეფერალური მომსახურება) მე-9 მუხლის პრეამბულა და „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პროგრამის  ბიუჯეტი განისაზღვრება 25,000.0 ათასი ლარით, მათ შორის:

ა)სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ  მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა შემთხვევების დროს მოსახლეობის  სამედიცინო დახმარების კომპონენტი – 24,586.9 ათასი ლარით;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია