საქართველოს კანონი
„საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 47) მე-7 მუხლის:
ა) „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) „ბ.გ“, „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.გ) მრავალჯერადი ორდინალური ვიზა
360 დღით _ 50 აშშ დოლარი;
ბ.დ) მრავალჯერადი ორდინალური ვიზა
5 წლამდე _ 200 აშშ დოლარი;
ბ.ე) მრავალჯერადი ორდინალური ვიზა
10 წლამდე _ 400 აშშ დოლარი;“;
გ) „ბ.ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ე1“ ქვეპუნქტი:
„ბ.ე1) მრავალჯერადი ორდინალური ვიზა
15 წლამდე _ 600 აშშ დოლარი;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 24 მარტი.
№1092_Iს