|
1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით (სსმ III, 2008 წ., №161, მუხ. 1623) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები: |
ა)
მე-10 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; |
ბ)
მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი:
„პ) პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.“; |
გ)
მე-14 მუხლის: |
გ.ა)
„დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; |
გ.ბ)
„ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; |
დ)
24-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 241 მუხლი:
„მუხლი 241. პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა; ბ) საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე; გ) კომპეტენციის ფარგლებში თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ინფორმაციის დასამუშავებლად საჭირო პირობების შექმნა; დ) სამინისტროს სამარკეტინგო სტრატეგიის შემუშავება, დანერგვა, განახლება და მის შესრულებაზე კონტროლი.“. |
2.
ეს ბრძანებულება, გარდა პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2012 წლის 7 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
3.
ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 17 დეკემბრიდან. |
|