„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №402 დადგენილებაში (სსმ, 31/12/2010, მუხლი 172) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. შეიქმნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:
|
ნოდარ ხადური
|
–
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე
|
|
დავით ებრალიძე
|
–
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
|
|
მამუკა ბარათაშვილი
|
–
|
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი
|
|
გიორგი ბარათაშვილი
|
–
|
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი
|
|
დავით ქევხიშვილი
|
–
|
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის უფროსი
|
|
ზვიად კორძაია
|
–
|
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამართალწარმოების სამმართველოს უფროსი
|
|
შალვა თადუმაძე
|
–
|
საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი – იურიდიული დეპარტამენტის უფროსი
|
|
გოგა გუგავა
|
–
|
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი
|
|
ირაკლი ლიჩელი
|
–
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.“.
|
2. დადგენილების მე-2 მუხლი ამოღებულ იქნეს. |