მე-19 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,5. პირებს, რომლებიც კომისიის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე ფლობენ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას ინტელექტუალური ქსელებით (დამატებითი ღირებულების) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, უფლება აქვთ აიღონ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა სააბონენტო ნუმერაციის არათანმიმდევრულ ბლოკებზე, კომისიის მიერ მათზე იმავე სახის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისათვის გაცემული ნუმერაციის რესურსის საერთო ოდენობის 75%-ის ათვისების ვალდებულების გარეშე იმ 10 (ათი) სააბონენტო ნომრისაგან შემდგარ სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე, რომელშიც შედის 2011 წლის 1 დეკემბრიდან 2012 წლის 1 თებერვლამდე კომისიის მიერ არაავტორიზებულ პირებზე 1 წლის ვადით მინიჭებული სააბონენტო ნომერი.”
|