გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 25 იანვრის №7 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
34
მიმღები ორგანო
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-12-10
გამოქვეყნების თარიღი
2012-12-12
სარეგისტრაციო კოდი
270070000.35.166.016081
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 25 იანვრის №7 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
 

                                                                                                  

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №34

2012 წლის 10 დეკემბერი

ქ.გურჯაანი

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 25 იანვრის №7 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის და 24-ე მუხლის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართელობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად,

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილებები გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 25 იანვრის №7 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“  და დადგენილების 1-ლი პუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

№   

თანამდებობის დასახელება

თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები ლარებში

1

საკრებულოს თავმჯდომარე

2650

2

თავმჯდომარის მოადგილე

1700

3

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

1350

4

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

1350

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 20 ოქტომბრიდან.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ ზარდიაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია